წინამდებარე კონფიდენციალურობის პირობები ვრცელდება კომპანიის მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების მოპოვებასა და დამუშავებაზე და აღწერს თუ როგორ მუშავდება ეს უკანასკნელი. კომპანიის სერვისების გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
მომხმარებელი, რომელიც კომპანიას საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას ამ უკანასკნელს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.
იმისათვის, რომ კომპანიამ უზრუნველყოს თქვენი პერსონალური მონაცემების გამჭვირვალედ დამუშავება, წინამდებარე კონფიდენციალურობის პირობები მოიცავს შემდეგს:
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
იმისათვის, რომ კომპანიამ მომხმარებელს ჯეროვნად მიაწოდოს „მოხმარების პირობებით“ გათვალისწინებული სერვისი, კომპანიამ შესაძლოა დაამუშავოს მომხმარებლის გარკვეული მონაცემები, კერძოდ:
მომხმარებელი პერსონალურ მონაცემებს კომპანიას აწვდის თავად, რეგისტრაციისას და სერვისის მიღების სხვადასხვა ეტაპზე. კომპანიამ, მომხმარებლის თანხმობის მიღების შემდგომ, შესაძლოა მომხმარებელთან ან პლატფორმაზე რეგისტრირებული ავტომობილთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოითხოვოს შესაბამისი საჯარო ორგანოებიდან, მომსახურების ჯეროვნად მიწოდების მიზნით.
კომპანია ტექნიკურ მონაცემებს მოიპოვებს cookie ფაილების მეშვეობით, მეტ ინფორმაციას cookie პოლიტიკის თაობაზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
მომხმარებლის მონაცემებს კომპანია მოიპოვებს და ამუშავებს, ამ უკანასკნელის თანხმობის საფუძველზე, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.
კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი ლეგიტიმური მიზნების განსახორციელებლად:
A. მომხმარებლისათვის მომსახურების ჯეროვნად გაწევა;
B. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
C. კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
D. მომხმარებლის პრობლემის აღმოფხვრა;
E. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე არსებული აქტივობების მონიტორინგი;
F. მომხმარებელთან კომუნიკაცია;
G. სიახლეების დანერგვა;
H. პლატფორმაზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
I. მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
J. პლატფორმის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია.
კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შეინახავს და დაამუშავებს მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, რაც აუცილებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე. კომპანიამ შესაძლოა გარკვეული ხანგრძლივობით შეინახოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები საკუთარი იურიდიული ინტერესების დასაცავად, მას შემდეგაც რაც მომხმარებელი მოითხოვს საკუთარი ანგარიშის წაშლას.
კომპანიამ მომხმარებლის მონაცემები შესაძლოა მესამე პირებს გადასცეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით. ასევე, კონფიდენციალურობისა და შესაბამისი მონაცემების სრული დაშიფვრის მეთოდის დაცვით, კომპანიამ შესაძლოა პერსონალური მონაცემები გადასცეს მესამე პირებს, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე კომპანიას უწევს გარკვეულ მომსახურებას.
კომპანია მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებმაც შესაძლოა განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო შეღწევა კომპანიის დაცულ მონაცემებსა თუ სერვერებზე.
მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიისაგან ნებისმიერ დროს მოითხოვოს:
A. მის შესახებ არსებული შეგროვებული ინფორმაციის, განახლება, გასწორება ან წაშლა;
B. განაცხადოს უარი და გამოითხოვოს მის მიერ კომპანიისათვის მიცემული თანხმობა, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე;
C. ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება კომპანიის მიერ;
D. ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების/მოპოვების თაობაზე;
E. ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების მიზნისა, საფუძვლის და შენახვის თაობაზე;
F. ინფორმაცია ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ძალაში მყოფი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებსაიტსა და პლატფორმაზე, შესაბამისად გთხოვთ რეგულარულად გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა ინფორმირებული იყოთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში კომპანიას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: support@ataro.ge