წინამდებარე დოკუმენტში გაწერილია პლატფორმის მოხმარების წესები და პირობები და წარმოადგენს მომხმარებელსა და კომპანიას შორის ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებას.
პლატფორმაზე ანგარიშის შექმნით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს რომ გახდეს წინამდებარე ხელშეკრულების მხარე, გავრცელდეს მასზე ამ უკანასკნელის სამართლებრივი ძალა და დაემორჩილოს მას, რომელიც კონფიდენციალურობის პირობებთან ერთად წარმოადგენს ერთიან მავალდებულებელ დოკუმენტს.
წინამდებარე წესები და პირობები მოიცავს შემდეგს:
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ პლატფორმაზე არსებული ინფორმაციისა ან/და სერვისის გამოყენებაზე. მომხმარებელმა თავად უნდა უზრუნველყოს შეთავაზებული მომსახურების მისი საჭიროებისამებრ გამოყენება, კომპანიის მიმართ ყველანაირი დამატებითი მოთხოვნის უფლების გარეშე.
პლატფორმაზე მომხმარებელს შეუძლია შესაბამისი პაკეტის გამოწერის (subscription) გზით შეიძინოს ფასიანი პროდუქტი. თითოეული შეთავაზებული პროდუქტის ფასი, შინაარსი და ხანგრძლივობა მითითებულია „გამოწერის“ გვერდზე. გამოწერილი პაკეტი ავტომატურად განახლდება გამოწერის პერიოდის დასრულებისას. ყოველი განახლებისას მომხმარებელს ავტომატურად ჩამოეჭრება პაკეტის შესაბამისი საფასური. ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ. კომპანიას არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
იმ შემთხვევაში თუ პროდუქტთან დაკავშირებით შეგექმნათ პრობლემა ან გსურთ მისი გაუქმება გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიას, შესაბამისი მოთხოვნით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: support@ataro.ge. შეძენილი პროდუქტის გადახდილი საფასური არცერთ შემთხვევაში არ ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნებას ან სხვა ნებისმიერი სახით კომპენსირებას.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი რეგისტრირებული ანგარიშის გაუქმება. ანგარიშის გაუქმებისას მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის პირობები რეგულირდება კონფიდენციალურობის პირობებით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ რეგისტრირებული ანგარიშის გაუქმება გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიას, შესაბამისი მოთხოვნით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: support@ataro.ge.
პლატფორმა შეიცავს ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის ან ექსკლუზიური ლიცენზიის საფუძველზე გადაცემული აქვს კომპანიას. აღნიშნული საკუთრება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: სასაქონლო ნიშანი, სურათი, ანიმაციური გამოსახულება, პიქტოგრამა, დიზაინი, გრაფიკა, პლატფორმის კომპიუტერული კოდი. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი სახით გამოიყენოს მათ შორის დააკოპიროს, შეცვალოს, ან გადაამუშავოს ნებისმიერი ჩამოთვლილი ინტელექტუალური საკუთრება გარდა და მხოლოდ იმ შემთხვევისა, როდესაც ზემოაღნიშნული შეზღუდვა აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით ან აღნიშნული ქმედება ნებადართულია კომპანიის მიერ წერილობით.
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
A. მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
B. იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
C. არ გამოიყენებს პლატფორმას ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
D. არ გამოიყენებს პლატფორმას ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
E. არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას პლატფორმაზე რეგისტრაციის მიზნით;
F. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომლის მიზანი არის პლატფორმიდან ინფორმაციის უკანონო მოპოვება ან/და პლატფორმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
G. უნებართვოდ არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
H. არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ანგარიშის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
I. არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და კომპანიის კონფიდენციალურობის პირობებით.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ნებისმიერი სახის მათ შორის, პირდაპირ, ირიბ, გაუფრთხილებლობით დამდგარ ან/და მონაცემთა დაკარგვით გამოწვეულ ზიანსა და ზარალზე, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს პლატფორმის გამოყენებით ან გამოყენების შეუძლებლობით. არცერთ შემთხვევაში, გარდა შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებისა, კომპანია არ არის ვალდებული აუნაზღაუროს მომხმარებელს ნებისმიერი სახის ზემოთ ჩამოთვლილი ზიანი ან/და ზარალი.
მიუხედავად იმის, რომ კომპანია შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს მომხმარებელთა და მათ მონაცემთა დაცვას, კომპანია არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მონაწილეობით მიყენებულ ზიანზე ან/და მათ მიერ კომპანიის სახელით მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი, რომ პლატფორმა მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმას არ ექნება პროგრამული ან სხვა სახის ხარვეზები.
კომპანია იტოვებს უფლებას, იმ შემთხვევაში თუ მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან კონფიდენციალურობის პირობები, ცალმხრივად დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს მომხმარებლის მიერ გამოწერილ პაკეტზე მომხმარებლის წვდომა, ან/და შეუზღუდოს ან შეუწყვიტოს მომხმარებელს საკუთარ ანგარიშზე წვდომა.
წინამდებარე ხელშეკრულება, კონფიდენციალურობის პირობებთან ერთად ძალაში შედის მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ანგარიშის შექმნისთანავე და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
კომპანია უფლებამოსილია, როგორც წინამდებარე დოკუმენტში ასევე კონფიდენციალურობის პირობებში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. აღნიშნული დოკუმენტების, განახლებული, ძალაში მყოფი ვერსია მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც პლატფორმაზე ასევე კომპანიის ვებგვერდზე (www.ataro.ge). შესაბამისად გთხოვთ რეგულარულად გადახედოთ წინამდებარე დოკუმენტს რათა ინფორმირებული იყოთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
დავის შემთხვევაში, კომპანია და მომხმარებელი შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, დავა გადაეცემა და განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებისა და პირობების ნებისმიერი დებულება (ან დებულების ნაწილი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იურისდიქციის მქონე სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცნობილი იქნება ბათილად, აღუსრულებლად ან უკანონოდ, ხელშეკრულების სხვა დებულებები დარჩება ძალაში.
წინამდებარე წესებისა და პირობების თაობაზე ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა კითხვის ან/და მოთხოვნის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: support@ataro.ge